Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

რადიო FM 102.4 -ზე , რამდენიმე დღის წინ  ლეიკემიის თემასთან დაკავშირებით გადაცემა გავიდა, რომელიც საქართველოს “ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის” საქმიანობას ასახავდა.მათი ვებ გვერდის მისამართია –alioni 700526 სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ შეიქმნა ორგანიზაცია და რა მიზნით.

ცნობილია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ერთი წელია რაც დაარსდა. როგორც  კავშირის თავმჯდომარე მარიამ გოგიჩაიშვილი აცხადებს, საქართველოს “ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირი” ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს დაცვითი თერაპიის შემდგომ პერიოდში აფინანსებს შემოწირულობისდა მიხედვით.   ცნობილია, რომ ანგარიში “ლიბერთი ბანკშია” გახსნილი და მიმღები ანგარიშის ნომერია – GE35LBO115113174545000.

სურვილის შემთხვევაში კი მოქალაქემ შეუძლია დარეკოს ნომერზე 700 526 ზარის ღირებულება 1 ლარი ჯეოსელიდან, მაგთიდან და ბილაინიდან. –” ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სჭირდებათ დახმარება ხანგრძლივი რეაბილიტაციისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. 18 წლის ზემოთ პაციენტებს სახელმწიფო ვერ აფინანსებს, მკურნალობის საკითხში, ამიტომაც ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემოწირულობისდა მიხედვით დაეხმარებიან ასეთ პაციენტებს. კერძოდ: პაციენტ ლევან მიქელაშვილს , რომელიც არის 18 წლის და წევს იაშვილის კლინიკაში რეციდივით, სჭირდება დახმარება მკურნალობის საკითხში და აღნიშნული კავშირი ამჟამად ეხმარება მას სხვადასხვა პრეპარატების შეძენის თვალსაზრისით.

ამიტომ მივმართავ ყველას , რომ ერთად დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს, ვინაიდან ამისგან დაზღვეული არც ერთი ოჯახი არ არის”; – განაცხადა ”ჯეონიუსთან” საუბრისას მარიამ გოგიჩაიშვილმა. სწორედ ამიტომაც აუცილებელია სხვადასხვა  ორგანიზაციების  ჩაერთულობა ამ საკითხში ეს არამარტო მთავრობის არამედ მთელი საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმეა უნდა იყოს.–დასძინა მან.

წყარო: http://www.geonews.ge/health/10744-saqartvelos-onko-hematologiuri.html

 

კავშირის გადაწყვეტილებით თებერვლის თვის შემოწირულობა მთლიანად მოხმარდება ლევან მიქელაშვილის მკურნალობას. საზოგადოებას მოვუწოდებთ,

დარეკეთ 700526

წინასწარ გიხდით მადლობას.  Continue Reading »

ლეიკემია მაკროფაგული

მაკროფაგული ლეიკემია ლეიკემიის ყველაზე უკეთ შესწავლილი ნაირსახეობაა. დაავადების ამ ფორმის შესახებ პირველი ცნობები გამოჩნდა 1939 წელს. Continue Reading »

სიახლეები ლეიკემიის მკურნალობაში

ლეიკემიაბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ლეიკემიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის, ქიმიოთერაპიის ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდეგ. მედიკამენტი ააქტიურებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს კიბოს სხვა ფორმების დროსაც. ახალი წლიდან პირველი პაციენტები მონაწილეობას მიიღებენ კლინიკურ გამოკვლევაში, რომელიც ჩატარდება ლონდონის სამეფო კოლეჯში.
პრეპარატის მოქმედების არსი მდგომარეობს არა დაავადების თავიდან აცილებაში, არამედ იმაში, რომ იგი ორგანიზმის იმუნურ სისტემას ,,ასწავლის“ კიბოს უჯრედების აღმოჩენასა და მის განადგურებას.
ადამიანის ორგანიზმში ვაქცინა შეჰყავთ შემდეგნაირად: პაციენტის სისხლიდან იღებენ უჯრედებს, შეჰყავთ მათში პრეპარატი და ამის შემდეგ უჯრედებს აბრუნებენ პაციენტის ორგანიზმში.(აღებულია საიტიდან MIGnews.com)

წყარო: http://medgeo.net

ლეიკემია

არის დაავადებები, რომელთა გაგონებაც კი გვზარავს. მტერსაც არ ვუსურვებო, ვამბობთ მათზე. ეს პათოლოგიები ჩვენს თვალში სასიკვდილო განაჩენის  ტოლფასია. ერთ-ერთი მათგანია ლეიკემია, რომელსაც საზოგადოება უფრო მარტივი – სისხლის გათეთრების – სახელით იცნობს.
თანამედროვე მედიცინა გვაიმედებს, რომ დაინერგა მკურნალობის ახლებური ტექნოლოგიები, რომლებიც ლეიკემიით დაავადებულებს სიცოცხლეს საგრძნობლად უხანგრძლივებს, ხოლო ზოგჯერ კურნავს კიდეც.
მაინც რას გვთავაზობს მედიცინა? რამდენად ხშირია ლეიკემიით ავადობის მაჩვენებელი საქართველოში? რა ნიშნები მიუთითებს ამ ვერაგ პათოლოგიაზე? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს ექიმი ლია კარკაძე. Continue Reading »

ლეიკემია იკურნება?

ძნელია წარმოიდგინო იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის შვილსაც ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, რომ აღარაფერი ვთქვათ თვითონ ბავშვებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ექიმებთან ერთად ებრძვიან ამ სენს. ათიოდე წლის წინ ამ დაავადების დიაგნოზი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო, დღეს კი, სპეციალისტების აზრით, ლეიკემია ერთადერთი სიმსივნური დაავადებაა, რომელიც მკურნალობის სრული კურსის შედეგად უკან იხევს და შესაძლოა, პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდეს.

სრულად

ლეიკემია – leucaemia – лейкемия

ტერმინი ლეიკემია (ლეიკოზი, ლეუცოსის) აერთიანებს სისხლმბადი სისტემის ავთვისებიანი დაავადებების ჯგუფს. Continue Reading »

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლისათვის…