22 ივნისს გაკეთდა რადიო რეკლამა,რომელიც გადიოდა FM102,4 (რადიო 1) რამაც, გამოიწვია გარკვეული გამოხმაურება საზოგადოებაში.
28 ივნისს, მოეწყო ერთსაათიანი გადაცემა FM102,4 (რადიო 1)-ზე სადაც მიწვეულნი იყვნენ კავშირის წევრები. გადაცემა მიეძღვნა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა პრობლემებს: მკურნალობის,დაცვითი თერაპიის და რეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში. საზოგადოებრივ არხზე დაიწყო რეკლამირება საქველმოქმედო ნომრის 700 526 რათა შემოწირული თანხით მოხდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება შეძლებისდაგვარად.
29 ოქტომბერს მოეწყო გადაცემა FM102,4 (რადიო 1)-ზე სადაც მოწვეული იყო მედიცინეს მეცნიერებათა დოქტორი,ევროპის ჩერნობილის პრემიის ლაურიატი, ბატონი ლევან ბახტაძე და კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მარიამ გოგიჩაიშვილი. გადაცემის პარალელურად საზოგადოებრივ არხზე დაიწყო რეკლამირება საქველმოქმედო ნომრის 0901 700 526 რათა შემოწირული თანხით შეძლებისდაგვარად მოხდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარება.
ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაიწყო შემოწირულობის ზრდა, რამაც ორგანიზაციის წევრებს საშუალება მისცა განეხორციელებინა სხვადასხვა ღონისძიება.
კლინიკაში მწოლიარე 22 ბავშვისთვის გაკეთდა საახალწლო საჩუქრები.
კლინიკის ხელმძღვანელობასთან დაიდო ხელშეკრულება იმის შესახებ, რომ კავშირი ვალდებულებას იღებს შემოწირული თანხების მიხედვით დააფინანსოს სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზები, გამოკვლევები და კონსულტაციები. კავშირი ყველა საშუალებებით ცდილობს თანხების მოძიებას სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რათა არ შეწყდეს დახმარების პროცესი. უნდა ავღნიშნოთ, რომ დახმარება განსაკუთრებით სჭირდება დაცვითი თერაპიის შემდგომ პერიოდს, რათა ექიმს საშუალება ჰქონდეს სრულად დააკვირდეს ბავშვის რეაბილიტაციის პროცესს და დროულად ჩართოს სხვადასხვა სამკურნალო საშუალებები თუ კონსულტაციები საჭიროების მიხედვით, სწორედ ამ პერიოდში ეკონომიური სიდუხჭირის გამო, ბევრი მშობელი ვერ ახერხებს სრული გამოკვლევების ჩატარებას ბავშვისთვის, პირველ რიგში ასეთ ბავშვებს აფინანსებს კავშირი.
დაფინანსების გაზრდის მიზნით კავშირის თავმჯდომარე მარიამ გოგიჩაიშვილმა, მიიღო მონაწილეობა ლიტვის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების რეაბილიტაციის პროცესში დაფინანსების მოპოვების მიზნით (რეაბილიტაციაში შედიოდა: მასაჟი, ვარჯიში, ფსიქოლოგიის მომსახურება, პედაგოგთა დახმარება) პროექტი მიზნად ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას, ლექცია პრეზენტაციების ჩატარებას საზოგადოების ფართო მასებში. მიუხედავად ამისა ლიტვის საელჩომ უარჰყო პროექტის დაფინანსება იმ მიზეზით რომ პროექტი მცირე მაშტაბური იყო (თანხა 5000 ლარს მოიცავდა) ამ ფაქტმა დიდი გაოცება გამოიწვია კავშირის წევრებში.
დატოვე კომენტარი