Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for მარტი, 2011

Read Full Post »

რადიო FM 102.4 -ზე , რამდენიმე დღის წინ  ლეიკემიის თემასთან დაკავშირებით გადაცემა გავიდა, რომელიც საქართველოს “ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის” საქმიანობას ასახავდა.მათი ვებ გვერდის მისამართია –alioni 700526 სადაც დეტალურად არის აღწერილი თუ როგორ შეიქმნა ორგანიზაცია და რა მიზნით.

ცნობილია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ერთი წელია რაც დაარსდა. როგორც  კავშირის თავმჯდომარე მარიამ გოგიჩაიშვილი აცხადებს, საქართველოს “ონკო–ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირი” ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს დაცვითი თერაპიის შემდგომ პერიოდში აფინანსებს შემოწირულობისდა მიხედვით.   ცნობილია, რომ ანგარიში “ლიბერთი ბანკშია” გახსნილი და მიმღები ანგარიშის ნომერია – GE35LBO115113174545000.

სურვილის შემთხვევაში კი მოქალაქემ შეუძლია დარეკოს ნომერზე 700 526 ზარის ღირებულება 1 ლარი ჯეოსელიდან, მაგთიდან და ბილაინიდან. –” ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს სჭირდებათ დახმარება ხანგრძლივი რეაბილიტაციისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. 18 წლის ზემოთ პაციენტებს სახელმწიფო ვერ აფინანსებს, მკურნალობის საკითხში, ამიტომაც ორგანიზაციის გადაწყვეტილებით შემოწირულობისდა მიხედვით დაეხმარებიან ასეთ პაციენტებს. კერძოდ: პაციენტ ლევან მიქელაშვილს , რომელიც არის 18 წლის და წევს იაშვილის კლინიკაში რეციდივით, სჭირდება დახმარება მკურნალობის საკითხში და აღნიშნული კავშირი ამჟამად ეხმარება მას სხვადასხვა პრეპარატების შეძენის თვალსაზრისით.

ამიტომ მივმართავ ყველას , რომ ერთად დავეხმაროთ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს, ვინაიდან ამისგან დაზღვეული არც ერთი ოჯახი არ არის”; – განაცხადა ”ჯეონიუსთან” საუბრისას მარიამ გოგიჩაიშვილმა. სწორედ ამიტომაც აუცილებელია სხვადასხვა  ორგანიზაციების  ჩაერთულობა ამ საკითხში ეს არამარტო მთავრობის არამედ მთელი საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმეა უნდა იყოს.–დასძინა მან.

წყარო: http://www.geonews.ge/health/10744-saqartvelos-onko-hematologiuri.html

 

Read Full Post »